5 შეცდომა, რომელსაც მარკეტერები უშვებენ Facebook-ზე რეკლამირებისას

უფრო და უფრო მეტი კომპანია მიმართავს Facebook-ის სარეკლამო პლატფორმას საკუთარ მომხამრებელთან საკომუნიკაციოდ, შედეგად ამ პლატფორმის შესაძლებლობები დროთა განმავლობაში უფრო იხვეწება და უმჯობესდება, ემატება ახალი ფუნქციები და რეკლამირება ბევრად საფუძვლიანი და ეფექტიანი ხდება.

პლატფორმის ფუნქციების საშუალებით მომხმარებელზე უაღრესად ტარგეტირებული და რელევანტური კომუნიკაციის გაკეთება ხდება შესაძლებელი, თუმცა მარკეტერების დიდი ნაწილი აღნიშნული სარეკლამო პლატფორმის სრულ პოტენციალს არ იყენებს.

ამ პოსტით, მინდა მოგიყვეთ ზოგიერთი შეცდომის შესახებ, რომელსაც მარკეტერების უმრავლესობა Facebook-ზე რეკლამირებისას უშვებს. შეცდომების უმრავლესობა დაკავშირებულია სარეკლამო პლატფორმის ფუნქციების ზედაპირულ ცოდნასთან, რომელიც სარეკლამო კამპანიის ბიუჯეტის არაეფექტიანი ხარჯვის, აუდიტორიის არამიზნობრიობისა და  კონვერსიის ძალიან დაბალი მაჩვენებელის გამომწვევ მიზეზად იქცევა.

1. Boost ღილაკის გამოყენება რეკლამირებისას

ზოგადად გირჩევთ არასდროს გამოიყენოთ Boost ღილაკი პოსტების რეკლამირებისთვის, აღნიშნული ღილაკი Facebook-მა Facebook Adverts-სა და Power Editor-ის ალტერნატივად შექმნა, რათა გაემარტივებინა რეკლამირება მათთვის ვისაც  Facebook-ზე რეკლამის განთავსების საკმარისი ცოდნა არ გააჩნდა. სინამდვილეში,  Boost ღილაკი შეიძლება ითქვას, რომ არის დამწყები მარკეტერების მახე 🙂

Boost ღილაკის ოფცია მომხმარებელს შეზღუდულ ტარგეტირებას მხოლოდ ფართო აუდიტორიაზე სთავაზობს, რის შედეგადაც ნაკლებად მიზნობრივ აუდიტორიას ვიზიდავთ, რაც შედეგზე და რეკლამის ფასზე უარყოფითად აისახება.

დამწყებ მარკეტერებს გირჩევდით, რომ თავიდანვე სცადოთ Facebook Power Editor-ის გამოყენება. უმჯობესია ცოტა დრო დაუთმოთ და დაეუფლოთ აღნიშნულ ინსტრუმენტს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში საგრძნობლად დაზოგავს თქვენს რესურს, ვიდრე  პირდაპირ Boost ღილაკი გამოიყენოთ.

ახლა უფრო დეტალურად იმის შესახებ, თუ რატომ არის Boost ღილაკის გამოყენება არაეფექტიანი:

შეზღუდული მიზნების დასახვა
რეკლამის მიზნების არჩევის დროს, Boost ღილაკი მხოლოდ Post Engagement-ისა (ლაიქები, კომენტარები, გაზიარება და ა.შ.) და Web Traffic-ის მიზნების არჩევის საშუალებას გაძლევთ. თუ, მაგალითად, გსურთ, რომ მიზნებად Lead Generation ან Conversions აირჩიოთ,  Boost-ის ღილაკით ამის გაკეთებას ვერ შეძლებთ.

შეზღუდული პარამეტრები
Boost ღილაკს რეკლამის პარამეტრების შეზღუდული შესაძლებლობა გააჩნია. მაგალითად, შეუძლებელია ცალკეული რეკლამის სწრაფად დუბლირება თუ, მაგალითად, გსურთ A/B ტესტი გააკეთოთ. ასევე შეუძლებელია არჩევა სად გსურთ თქვენი რეკლამის განთავსება, მაგალითად, Messengers Ads-სა თუ Audience Network-ში. იმისათვის რომ ტარგეტირების სრული ფუნქციების გამოყენება შეძლოთ, გამოიყენეთ Facebook Power Editor -ი

ბიუჯეტის მართვის შეზღუდული შესაძლებლობა
Boost-ით შეუძლებელია დღიური ბიუჯეტის განსაზღვრა, მთლიანი კამპანიის მხოლოდ  Lifetime Budget -ის არჩევა შეგიძლიათ. თუმცა, კამპანიის ხანგრძლივობის მითითება შესაძლებელია. Power Editor-ის საშუალებით კი, ბიუჯეტის სრული მართვაა შესაძლებელი როგორც დღიური, ასევე დღის განმავლობაში კონკრეტული საათის მითითებით, როდესაც გსურთ, რომ რეკლამა იყოს გაშვებული.

იყავით მუდმივათ ციფრული მარკეტინგის სიახლეების ეპიცენტრში, გამოიწერეთ შეტყობინება ჩვენ ბლოგზე დამატებული სტატიების შესახებ.

2. Custom Audience-ის უგულებელყოფა

ციფრული მარკეტერების უმრავლესობა სარეკლამო კამპანიის მიზნობრივ აუდიტორიაზე ტარგეტირებას უბრალო ვარაუდით ახდენს. ისინი არ იყენებენ Facebook-ის სარეკლამო პლატფორმის ისეთ ძლიერ ინსტრუმენტს, როგორიც Custom Audience-ია.

ეს არის ძალიან მნიშვენლოვანი ინსტრუმენტი რეტარგეტირების დროს, მისი საშუალებით შეგიძლიათ სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით შექმნათ მომხმარებელთა ჯგუფი.

პარამეტრები შეიძლება იყოს თქვენს ვებ-გვერდზე მომხმარებელთა აქტივობა, კომპანიის Facebook გვერდზე მომხმარებელთა აქტივობა, ატვირთულ ვიდეო მასალაზე ურთიერთქმედება, ან სულაც თქვენი მომხმარებლების არსებული მონაცემთა ბაზა (ელ-ფოსტა, სახელი, გვარი, მობ. ნომერი და ა.შ.)

Custom Audience-ის გამოყენება  სარეკლამო კამპანიებში უკეთეს შედეგებსა და მაღალ ჩართულობას განაპირობებს, რადგანაც მიზნობრივად არჩეული აუდიტორია უფრო დაინტერესებული იქნება თქვენი შეთავაზებით.

გთავაზობთ Custom Audience-ის გამოყენების რამოდენიმე საინტერესო ვარიანტს:

Custom Audience-ი არსებული მომხმარებელთა ბაზის მიხედვით.
თუ გაგაჩნიათ არსებული მომხმარებლის მონაცემები, სადაც სულ ცოტა  ელ-ფოსტა მაინც იქნება მითითებული, შეგიძლიათ სია ატვირთოთ და Facebook თვითონ მოძებნის მომხამრებლებს, რომლებიც ბაზაში აღნიშნული ელ-ფოსტით არიან დარეგისტრირებულნი. ამ ჯგუფზე შეგიძლიათ პირდაპირ მოახდინოთ რეკლამირება.

როგორც წესი ატვირთული სიიდან 30-40%-ს Facebook თავის მომხამრებელთა ბაზაში პოულობს,  თუმცა ყველა სიისათვის შედეგი ინდივიდუალურია.

ასეთ აუდიტორიასთან კომუნიკაცია მცირე ბიუჯეტითაცაა შესაძლებელი, რადგან ეს ჯგუფი თქვენი უკვე არსებული მომხმარებლის ან პოტენციური მომხმარებელების ჯგუფია რომლებსაც უკვე ჰქონდათ გარკვეული ინტერაქცია თქვენს საიტთან ან Facebook გვერდთან, შედეგად უფრო დიდია შანსი იმისა რომ მათ კიდევ ერთხელ მოახდინონ რაიმე სახის ინტერაქცია თქვენს რეკლამასთან.

არსებული მომხმარებლის ხელმეორედ მოზიდვა ბევრად დაბალ ხარჯებთან არის დაკავშირებული ვიდრე ახალი მომხმარებლის.

Linkedin-ის მომხამრებლის ტარგეტირება
ბევრმა მარკეტერმა არ იცის, რომ Linkedin-ის გვერდზე მათი არსებული კონტაქტების ინფორმაციის ექსპორტირებაა შესაძლებელი.

ექსპორტის შემდეგ კონტაქტები მათი პოზიციის მიხედვით შეგიძლიათ გაფილტროთ და შემდეგ აიტვირთოთ ფეისბუკზე.

თუ, მაგალითად, B2B ბიზნესის წარმომადგენელი ხართ, როგორიც ჩვენი სააგენტო DigitalHub-ია, მიზნობრივ აუდიტორიას მარკეტინგის ტოპ მენეჯერები, კომპანიის CEO-ები და მფლობელები წარმოადგენენ.

შედეგად ვქმნით ორ Custom Audience მარკეტერების და CEO-ებისთვის, ავტვირთავთ შესაბამის სიას და ვიღებთ ამ ადამიანებისგან შემდგარ აუდიტორიას რის  შემდეგაც მათზე პირდაპირი რეკლამირება არის შესაძლებელი. დიდი ალბათობა, რომ აღნიშნულ პოსტს სწორედ იმიტომ კითხულობთ რომ ჩემს Linkedin კონტაქტებში ხართ და Facebook-ით ნახეთ ამ პოსტის რეკლამა :). თუ ეს ასე არ არის, მაშინ დავმეგობრდეთ!

შექმენით Custom Audience თქვენს ვებ-გვერდზე მომხმარებლის აქტივობის მიხედვით
თუ მომხმარებელს ჰქონდა თქვენს ვებ-გვერდთან გარკვეული ინტერაქცია და მაგალითად რაიმე იყიდა ონლაინ და ბოლოს მოხვდა “Thank You” გვერდზე, თქვენ შეგიძლიათ აღნიშნული ვიზიტორების აუდიტორია შექმნათ, ან დააჯგუფოთ მხოლოდ კონკრეტული გვერდების ვიზიტორების მიხედვით, მაგალითად, მათი ჯგუფი ვინც თქვენი სერვისების გვერდს ესტუმრა.

შეგიძლიათ ასევე იმ მომხმარებელთა ჯგუფის შექმნა, რომლებიც განსაკუთრებული აქტიურობით (ვიზიტის ხანგრძლივობა) გამოირჩევიან თქვენს ვებ-გვერდზე.

აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად, ვებ-გვერდზე Facebook Pixel-ი უნდა გქონდეთ დაყენებული, რომელიც მომხმარებლის ტრექინგს აწარმოებს.

3. არ სარგებლობენ Lookalike Audience ფუნქციით

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია Lookalike Audience.

მისი საშუალებით შეგიძლიათ თქვენი ყველაზე შედეგიან მომხმარებელთა ჯგუფის მსგავსი ჯგუფების შექმნა.

მსგავს Lookalike აუდიტორიას ისეთივე მაჩვენებლები (ინტერესი, ასაკობრივი ჯგუფი და ბევრი სხვა ფაქტორი რომელსაც Facebook-ის ალგორითმი ითვალისიწნებს) ექნება, როგორც მონაცემებს რომელსაც ის ეყრდნობა.

Lookalike Audience-ი არსებული მომხმარებელთა სიის (ელ-ფოსტა, სახელი, გვარი და ა.შ), Custom Audience-ის, ან თქვენი Facebook-ის ფანების მიხედვით შეგიძლიათ შექმნათ.

DigitalHub-ში, ჩვენი დამკვეთებისთვის, Lookalike Audience-სს არსებული მომხმარებლების ბაზის მიხედვით ვადგენთ, რადგანაც აღნიშნული მომხმარებელი ბევრად რელევანტურია დამკვეთისთვის.

4. რეკლამის დიზაინის და ტექსტის უცვლელად დატოვება

აუცილებელია, რომ დროთა განმავლობაში გაშვებული სარეკლამო კამპანიის დიზაინი და ტექსტის შინაარსი შეიცვალოს. საქმე იმაშია, რომ მომხმარებელი საშუალოდ ერთი და იგივე რეკლამას 4-5 ჯერ ან მეტჯერ თუ ნახავს დროთა განმავლობაში ის უკვე ვეღარ ამჩნევს ამ ბანერს თუ ვიდეოს, აღნიშნულ ფენომენს Banner Blindness-ს ეწოდება.

მომხმარებელი ინტერესს კარგავს ან არეპორტებს რეკლამას, რაც რეკლამის რელევანტურობის ქულის (Relevance Score ) დაცემას იწვევს და თითოეული ინტერაქციის ფასს ზრდის, ამის შედეგად კამპანია არაეფექტიანი და ძვირი ხდება. აქედან გამომდინარე, საჭიროა თვალყური ვადევნოთ კამპანიის Frequency მაჩვენებელს, როდესაც შევამჩნევთ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 5-6-ზე მეტად გაიზარდა, სჯობს განვაახლოთ რეკლამის ტექსტი და დიზაინი (თუ, რა თქმა უნდა, რეკლამის შინაარსსა და ვიზუალს სხვა განსაკუთრებული მიზეზის გამო არ ვინარჩუნებთ).

მნიშვნელოვანია თვალყური რეკლამის Relevance Score-საც ვადევნოთ. თუკი აღნიშნული მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, დროა რეკლამის კრეატივი შევცვალოთ.

5. ფართო აუდიტორიაზე ტარგეტირება

კიდევ ერთ შეცდომა არის Facebook-ზე რეკლამირებისას დიდ აუდიტორიაზე ტარგეტირება. შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში, უნდა ვეცადოთ თითოეული თეთრი ეფექტიანად დავხარჯოთ.

ამიტომ ტარგეტირების დროს, მიზნობრივი აუდიტორია Audience Pool, მაქსიმალურად ვიწრო უნდა იყოს. თუკი არ გაგაჩნიათ ძველი კამპანიებიდან მონაცემები და მიახლოებული წარმოდგენაც კი არ გაქვთ რამდენ ადამიანზე გექნებათ მიღწევადობა (Reach) აღნიშნული ბიუჯეტით, Facebook-ის არსებული ფუნქციით იხელმძღვანელეთ, რომელიც მარტივი პროგნოზის გაკეთების საშუალებას მოგცემთ, თუ რამდენ ადამიანზე გექნებათ მიღწევადობა კონკრეტული ბიუჯეტით.

ზემოთ ჩამოთვლილ შეცდომების გათვალისწინებით, თქვენი სარეკლამო კამპანიების შედეგი გაუმჯობესდება, რაც საბოლოოდ გაზრდის კონვერსიის მაჩვენებელს. ეფექტიანი კამპანია და რელევანტური მომხმარებლის მოზიდვა წარმატებული ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია.

თქვენი ჯერია!

გაგვიზიარეთ რამდენად წარმატებულად გამოიყენებთ და როგორ შედეგს მიიღებთ აღნიშნული რჩევებით და არ დაგავიწყდეთ პოსტის გაზიარება მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ფეისბუკზე წარმატებული რეკლამის გათავსება.

Facebook Comments
By | 2018-01-14T13:49:04+00:00 სექტემბერი 27th, 2017|

About the Author: